ევროპულმა ავიაკომპანიებმა აშშ-ირანის დაპირისპირების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს

24.01.26 14:57
ევროპულმა ავიაკომპანიებმა აშშ-ირანის დაპირისპირების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს

ზოგიერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ აშშ-ირანის დაპირისპირების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა - მათ შორის არიან ჰოლანდიური KLM, Lufthansa და Air France ავიახაზერბი, ასევე . გაუქმდა ფრენები ისრაელის, დუბაისა და ერ-რიადის მიმართულებებით.

Air France-მა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დუბაის მიმართულებით რეისებს დროებით აჩერებდა. ამასთან, ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM-მა შეაჩერა ის ფრენები, რომლებისთვისაც ირანის, ერაყის და რეგიონის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლაა საჭირო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრენების მოულოდნელი შეწყვეტა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ, რეჟიმის მიერ დემონსტრანტების სასტიკი დარბევის გამო, სამხედრო ძალის გამოყენების რისკს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები