აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

24.01.26 17:23
აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

უკრაინული მედიის ინფრომაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის ცნობით, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიშს ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგენს.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გუშინ დაიწყო.

  • ამასთან, რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები აბუ დაბიში უახლოეს დღეებში გაგრძელდეს.

 

მსგავსი სიახლეები