უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო

25.01.26 10:20
უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფი განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

„პარასკევს და შაბათს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და რუსეთთან ერთად კოორდინირება გაუწია სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობდა. მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, დიალოგის გაგრძელება მომავალ კვირას იგეგმება.

„დაიგეგმა, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ დაბიში გაგრძელდება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მთელი მისი გუნდი მოწოდებულია, ამ ომში მშვიდობა დამყარდეს“, - წერს უიტკოფი.

ცნობისთვის, მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

მსგავსი სიახლეები