მინეაპოლისში მამაკაცის მკვლელობის შემდეგ მინესოტაში მასშტაბური პროტესტები დაიწყო
მინესოტაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში ხელოვნური ბარიკადები მოაწყვეს, ხოლო სამართალდამცავები დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ ცრემლსადენ გაზს. CNN-ის ინფორმაციით, ვითარება ადგილზე წუთიდან წუთამდე უფრო იძაბება.
მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლები ახალი ძალით მას შემდეგ განახლდა, რაც მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 37 წლის მამაკაცი მოკლეს. პოლიციის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა აქციის მონაწილეები მომხდარს ძალოვანი უწყებების რეპრესიებად აფასებენ.
ადგილობრივი მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს შემთხვევა ქალაქში პირველი არ არის. ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთნის, ალექს პრეტის მკვლელობამდე 17 დღით ადრე, პოლიციამ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილა ადგილობრივი მცხოვრები რენე გუდი. სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეშიც მოქმედებდა თავდაცვის რეჟიმში.