ზელენსკი ლიტვაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკა ვილნიუსში ჩავიდნენ, სადაც იანვრის აჯანყების 163-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, გიტანას ნაუსედასა და კაროლ ნავროცკის, ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
პრეზიდენტები ასევე დაესწრებიან იანვრის აჯანყების წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიებს, რომელიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყოფილ რეჩ პოსპოლიტას ხალხების შეიარაღებულ გამოსვლას უკავშირდება.