უფლებადამცველები: ირანში დემონსტრაციების დროს შესაძლოა უცნობი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს

25.01.26 16:52
უფლებადამცველები: ირანში დემონსტრაციების დროს შესაძლოა უცნობი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეები და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დემონსტრაციების დაშლის დროს უსაფრთხოების ძალებმა შესაძლოა უცნობი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. მათი თქმით, დარბევების შემდეგ გამოვლენილი სიმპტომები არ შეესაბამებოდა ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებას.

მომიტინგეები და თვითმხილველები მედიასთან საუბარში აღწერენ სუნთქვის სერიოზულ გართულებებს, თვალებში, კანსა და ფილტვებში დამწვრობის მსგავს შეგრძნებებს, თავბრუსხვევას და ზოგ შემთხვევაში სისხლიან ხველებას. მათი შეფასებით, გამოყენებული საშუალება განსხვავდებოდა იმ ქიმიური აგენტებისგან, რომლებიც აქციების დაშლისას სტანდარტულად გამოიყენება.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება რთულია, რადგან ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საინფორმაციო შეზღუდვები, თუმცა მიღებული ჩვენებები სერიოზულ ეჭვებს აჩენს შესაძლო აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე.

ირანში მიმდინარე პროცესების მსგავსად, მოქალაქეები პარალელებს ავლებენ სხვა ქვეყნებში გამართულ საპროტესტო აქციებთან და ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები