უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა - ბუდრისი

25.01.26 18:06
უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა - ბუდრისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში იმყოფება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი უკრაინის სახელმწიფო ჯილდოთი - დამსახურების ორდენით დააჯილდოვა.

ბუდრისის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებული პატივია უკრაინის პრეზიდენტისგან ჯილდოს მიღება და ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად დარჩება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დიდი პატივი იყო ჩემთვის დღეს ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტისგან უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს მიღება. ლიეტუვა რუსეთის ტერორის წინააღმდეგ გმირულ წინააღმდეგობაში უკრაინის უძლიერეს მხარდამჭერთა შორის დგას და კვლავაც იქნება. ჩვენი სამუშაო არ დასრულდება , ვიდრე აგრესორი არ შეჩერდება და არ დამარცხდება. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა“, - აცხადებს კიასტუტის ბუდრისი.

მსგავსი სიახლეები