ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი

25.01.26 19:51
ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი

კვირას, 25 იანვარს, დღის საათებში რუსეთის ძალებმა ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. დარტყმითი დრონების სამიზნე ქალაქის სალტივკის რაიონში მდებარე ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი - სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, მტრის დრონი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, თუმცა დაზუსტებული მონაცემებით, დარტყმა მის გვერდით მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მიადგა. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.

მერის ინფორმაციით, ქალაქში კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა - დრონი სალტივკის რაიონში მდებარე სხვა მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობასაც დაეცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანებული ერთ-ერთი კორპუსი ადმინისტრაციულად მეზობელ კიევის რაიონს ეკუთვნის.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო და სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს ზარალისა და დაშავებულთა რაოდენობის დაზუსტება.