დიდთოვლობა და ყინვა აშშ-ში - სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა

26.01.26 10:43
დიდთოვლობა და ყინვა აშშ-ში - სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში მასშტაბური დიდთოვლობა და ძლიერი ყინვაა. The Guardian-ის ინფორმაციით, უამინდობამ ქვეყნის 20-ზე მეტ შტატს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რის გამოც რიგ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მედიის ცნობით, სტიქიას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა ყინვამ და თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მილიონზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია დროებით შეუწყდა.

უამინდობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ავიამიმოსვლა - ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა დაახლოებით 17 ათასი ავიარესი. პარალელურად, შეწყდა სასწავლო პროცესი: სკოლების დიდმა ნაწილმა სწავლება დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადაიტანა.

ზოგიერთ შტატში ხელისუფლებამ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართა, უსაფრთხოების მიზნით სამშაბათამდე სახლებიდან იმუშაონ.

მსგავსი სიახლეები