ირანი ნებისმიერ თავდასხმას ისეთს პასუხს გასცემს, რომ ინანებთ - ირანის საგარეოს წარმომადგენელი
ირანი ნებისმიერ თავდასხმას ისეთს პასუხს გასცემს, რომ ინანებთ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაეიმ განაცხადა. მიმართის ადრესატი აშშ იყო.
მისი თქმით, დღეს ირანი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ირანი ნებისმიერ თავდასხმას ისეთს პასუხს გასცემს, რომ ინანებთ... ირანის ისლამური რესპუბლიკა ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, განსაკუთრებით ივნისის გმირული ბრძოლის გამოცდილებას და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე,- განაცხადა ესმაილ ბაგაეიმ.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებულდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, გამანადგურებლებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა და "ირანზე დარტყმის რადიუსში იმყოფება".