თეთრი სახლი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს აფასებს

27.01.26 10:21
თეთრი სახლი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს აფასებს

თეთრი სახლი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს აფასებს - პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა უკრაინის, რუსეთის და ამერიკის დელეგაციებს შორის შეხვედრას, რომელიც  23-24 იანვარს გაიმართა, ისტორიული უწოდა. 

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ღრმად არის ჩართული უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში - "ის სამშვიდობო პროცესს არ თმობს".

„პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. მათ გასულ შაბათ-კვირას გამართეს მრავალმხრივი შეხვედრა, რომელსაც მცირე გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ისტორიული ხასიათი ჰქონდა, რადგან პრეზიდენტის გუნდმა ნამდვილად შეკრიბა ამ ომის ორივე მხარე მშვიდობასთან მისაახლოებლად. ასე რომ, პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”, - აღნიშნა ლევიტმა.

შეგახსენებთ, 23-24 იანვარს აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების პარამეტრები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები