რუსებმა ოდესა დაბომბეს
რუსებმა გუშინ რამით ოდესა დრონებით დაბომბეს - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელ შენობები.
„წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ქალი. ის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი ქალი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
- ცნობისთვის, ღამით კიევსა და რამდენიმე რეგიონში, ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.