ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი - ოდესაში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

27.01.26 11:59
ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი - ოდესაში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.

ასევე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები - ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

„წინასწარი შეფასებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა სამი ადამიანი იმყოფებოდეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მობილიზებულია კინოლოგიური სამსახურები“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

როგორც ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკო აცხადებს, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი, მაღაზია და სამშენებლო მოედანი.

მსგავსი სიახლეები