ზელენსკი მზად არის პუტინს შეხვდეს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

27.01.26 21:56
ზელენსკი მზად არის პუტინს შეხვდეს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ორი საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად, პუტინს შეხვდეს.

ანდრეი სიბიგამ  “ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ სამშვიდობო პროცესის ჩარჩოში მოუგვარებელი რჩება ორი ყველაზე სენსიტიური საკითხი: ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამომავლო კონტროლთან დაკავშირებით.

“სწორედ მათ გადასაწყვეტად პრეზიდენტი მზად არის პუტინს შეხვდეს და ეს განიხილოს. თუმცა, სამშვიდობო პროცესში დაბრკოლებად კვლავ რუსეთი რჩება,” - განაცხადა სიბიგამ.

მისივე თქმით, ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჩვენ არ უნდა შევქმნათ პარალელური მოლაპარაკებების არხები. დაკომპლექტებულია მოლაპარაკებების ჯგუფები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებით. დამატებითი მოლაპარაკებების არხების შექმნა არც აქტუალურია და არც აუცილებელი“ , - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები