ფულის გათეთრების ეჭვთან დაკავშირებით Deutsche Bank-ის ფრანკფურტის სათავო ოფისში პროკურატურა შევიდა - გამოძიების მთავარი ფიგურანტი რომან აბრამოვიჩია
ჩხრეკა ჩატარდა Deutsche Bank-ის ფრანკფურტის სათავო ოფისსა და ბერლინის ფილიალში - ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
ფრანკფურტის პროკურატურა ფულის შესაძლო გათეთრების კვალს ეძებს. გამოცემისცნობით, გამოძიების მთავარი ფიგურანტი რუსი ოლიგარქი, ევროკავშირის მიერ სანქცირებული რომან აბრამოვიჩია.
ამ დროსითვის არსებული ვერსიით, აბრამოვიჩი Deutsche Bank-ის კლიენტი იყო, ხოლო ბანკმა დროულად არ წარადგინა ანგარიშები საეჭვო აქტივობების შესახებ, რომლებიც აბრამოვიჩის კომპანიებს უკავშირდებოდა.