კირ სტარმერი ჩინეთში შეხვედრებს იწყებს

29.01.26 09:56
კირ სტარმერი ჩინეთში შეხვედრებს იწყებს

 BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ქვეყანაში 2018 წლის შემდეგ.

ამ დრისთვის არსებული ინფორმაციით, სტარმერი, ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს და პრემიერ ლი ციანს შეხვდება.

შეხვედრებზე ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტი სასარგებლო იქნება ბრიტანელი ხალხისთვის - თქვა მედიასთან სტარმერმა.თ,