რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა
რუსეთმა უკრაინას, სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, 1000 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანაცვლოდ რუსეთს უკრაინისგან 38 მეომრის ცხედარი გადაეცა.
სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, უკრაინის ექსპერტთა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას რეპატრირებული გარდაცვლილების იდენტიფიცირებისთვის," - ნათქვამია უკრაინის კოორდინაციის შტაბის განცხადებაში.
სტამბოლის შეთანხმებები ეხება 2025 წელს თურქეთში გამართულ მოსკოვ-კიევის მოლაპარაკებებს, რომლებმაც უკრაინას გზა გაუხსნა რუსეთიდან დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების რეპატრიაციისთვის. სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში პირველი რეპატრიაცია ივნისში მოხდა და მას შემდეგ ათასობით ცხედარი დაბრუნდა.