Bloomberg: ევროკავშირი გეგმავს, სანქციათა ახალ პაკეტში რუსეთის ბანკები და ნავთობკომპანიებიც ჩართოს

31.01.26 14:37
Bloomberg: ევროკავშირი გეგმავს, სანქციათა ახალ პაკეტში რუსეთის ბანკები და ნავთობკომპანიებიც ჩართოს

Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ევროკავშირი  რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციათა მეოცე პაკეტში შეზღუდვებს რუსეთის ბანკებისა და ნავთობკომპანიების მიმართაც გეგმავს.

სააგენტოს წყაროების თქმით, ევროკავშირი სანქციების შემოღებას ასევე აპირებს მესამე ქვეყნების კრიპტოვალუტის სერვისებისა და ფინანსური ორგანიზაციების მიმართ - რომლებიც, როგორც იუწყებიან, რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. სანქციების სიაში ასევე მოხვდება ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ახალი ხომალდები.

პაკეტმა შესაძლოა მოიცვას ახალი სავაჭრო შეზღუდვები იმ კომპანიებისა და საქონლის მიმართ, რომელიც რუსეთისთვის აუცილებელია იარაღის წარმოებისთვის, ასევე აკრძალვა რუსეთიდან გარკვეული მეტალების ექსპორტზე.

 

 

მსგავსი სიახლეები