პუტინთან კონტაქტის გარეშე ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია - ზელენსკი

01.02.26 10:39
პუტინთან კონტაქტის გარეშე ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის გარეშე ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხურ გამოცემა iRozhlas-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის როგორც რუსეთთან, ისე შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა ფორმატში, ხოლო გარკვეულ ეტაპზე პროცესში ევროპის ჩართულობაც აუცილებელია, ვინაიდან უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობასა და  „მსურველთა კოალიციას“ უკავშირდება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების ისეთი ფორმატი, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობას მიიღებენ მხარეების ლიდერები.

„მზად ვართ რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრებისთვის. გვსურს, რომ ევროპა გარკვეულ ეტაპზე ესწრებოდეს ამ მოლაპარაკებებს, ვინაიდან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობა და „მსურველთა კოალიციაა”.

მაგრამ, ყველაზე მეტად, მნიშვნელოვანია, რომ სამნი ვხვდებოდეთ. როგორც მინიმუმ, რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ამ ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები