ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

01.02.26 16:14
ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთში, ანტალია-ს მახლობლად, სამგზავრო ავტობუსის ავარიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა. მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ძლიერი ნისლი და რთული ხილვადობა გახდა.

ოფიციალური უწყებები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო და სამაშველო სამუშაოები.