მედვედევი: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები სწრაფად უნდა შესრულდეს

01.02.26 19:09
მედვედევი: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები სწრაფად უნდა შესრულდეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ სურს, „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მიზნებს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს.

მისი თქმით, გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და, როგორც აღნიშნა, ეს უკვე რამდენიმე პარამეტრით იკვეთება.

„ნათელია, რომ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და მსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, მედვედევის განცხადებით, სამხედრო შედეგებთან ერთად აუცილებელია იმის გააზრებაც, თუ რა პროცესები განვითარდება ოპერაციის დასრულების შემდეგ.

„სამხედრო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. გამარჯვების მიზანი ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებაა“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები