სიბიგა: რუსეთმა ავტობუსზე თავდასხმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი

02.02.26 10:16
სიბიგა: რუსეთმა ავტობუსზე თავდასხმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსული დრონის მიერ სამუშაო ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„არანაირი სამხედრო სამიზნე - მხოლოდ შრომისმოყვარე მამაკაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ. ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც ამ, ისე სხვა მსგავსი დანაშაულებისთვის.

„პასუხისმგებლობა აუცილებელია სამართლიანი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 16 მაღაროელი დაიღუპა.