ხამენეი ისევ იმუქრება: "აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში რეგიონული კონფლიქტი გარდაუვალი იქნება"
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს ისევ ემუქრება და უთვლის, რომ ქვეყანაზე ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ კონფლიქტს გამოიწვევს. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები რეგიონში სამხედრო ძალებს აძლიერებს, - წერს BBC.
„თუ ამერიკა ომს დაიწყებს, ამჯერად ის რეგიონული იქნება“, - აღნიშნა ხამენეიმ.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს და შესაძლო შეთანხმების მიღწევის იმედი გამოთქვა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევას შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა აშშ-ის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ამ ფონზე, ვაშინგტონმა რეგიონში ავიამზიდი USS Abraham Lincoln გაგზავნა, რასაც ხამენეის თქმით, ირანელი ხალხის დაშინება ვერ მოჰყვება.