რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა - ზელენსკი

03.02.26 19:17
რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა.

“რუსეთი ან თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა, შვიდის ნაცვლად, ან ფსონს დებენ ომზე“, - თქვა მან კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს შეერთებული შტატების ძალისხმევები. ენერგეტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა, იცით ამის შესახებ. ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭიროა კვირის განმავლობაში დარტყმებისგან თავის შეკავება. ფაქტობრივად, ეს პარასკევს ღამე დაიწყო და დღეს ღამე რუსებმა, ჩვენი თვალსაზრისით, პირობა დაარღვიეს.

ან რუსეთი ახლა თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ნამდვილად ფსონს დებენ ომზე და უბრალოდ ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს დაელოდნენ, როდესაც უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ცელსიუსით მინუს 20 გრადუსზე მეტია,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამერიკულ მხარესთან იკონტაქტებს ამ დაბომბვაზე და იმედოვნებს, რომ პარტნიორები ჩუმად არ იქნებიან იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რომ კიევს მეტი რაკეტები სჭირდება Patriot სისტემებისთვის.