მედია: მუამარ კადაფის შვილი მოკლეს

04.02.26 10:29
მედია: მუამარ კადაფის შვილი მოკლეს

ლიბიაში  ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya კადაფის ნათესავებსა და ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 3 თებერვალს საიფ ალ-ისლამ კადაფის საკუთარ ბაღში ესროლეს.

ლიბიის ყოფილი დიქტატორის ვაჟის მრჩეველმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ მკვლელობამდე ოთხმა უცნობმა პირმა კადაფის სახლში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გათიშა.

საიფ ალ-ისლამის სიკვდილი ლიბიური ტელეარხი LANA-ს ეთერში მისმა მრჩეველმა, აბდალა ოთმანმაც დაადასტურა.

  • საიფ ალ-ისლამ კადაფი მამის მმართველობის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო.

მსგავსი სიახლეები