აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

04.02.26 17:15
აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს  - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

უმეროვის თქმით, მოლაპარაკებების ყოველი ეტაპის შემდეგ ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის გადასცემენ.

"წინ არის სამუშაო ცალკეული მიმართულების ჯგუფებში, რომლის შემდეგაც დაგეგმლია პოზიციების განმეორებითი ერთობლივი სინქრონიზაცია. ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და მდგრად მშვიდობას." - თქვა უმეროვმა.