ზელენსკი: ოფიციალურად, ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ მან ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, არის ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელსაც უკრაინა დაკარგულად მიიჩნევს.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ბრძოლის ველზე 55 000 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული ჯარისკაცები," - განაცხადა ზელენსკიმ.