"პუტინს ევროპელების არ ეშინია... თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება" - ზელენსკი

05.02.26 10:26
"პუტინს ევროპელების არ ეშინია... თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება" - ზელენსკი

"პუტინს ევროპელების არ ეშინია... თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან განაცხადა

მისი თქმით, უკრაინის მეზობელი ქვეყნები ხვდებიან, რომ რუსეთის შემდეგი მსხვერპლები ისინი იქნებიან. 

პუტინს ევროპელების არ ეშინია. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ მას (პუტინს) მათი არ ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ ევროპელები ცხოვრობენ მშვენიერ, უსაფრთხო სამყაროში, რომელიც თავად ააშენეს... ცხოვრება ევროპაში მშვენიერი და სასიამოვნოა. თითქოს ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს (ომი) შეიძლება მოხდეს მათ ქვეყანაში.

მაგრამ დღეს ეს საკმაოდ ნათელია: თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. უკრაინის მეზობელი ქვეყნები ხვდებიან, რომ ისინი იქნებიან პირველი მსხვერპლი, რომ რუსეთი უფრო შორს წავა. რუსულ დრონებს შეუძლიათ დიდ მანძილზე მოქმედება, მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი ყველგან დარტყმას განახორციელებენ," - თქვა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოზიცია, რომლებიც უკრაინაში ომს „სხვის პრობლემად“ მიიჩნევენ. მისი თქმით, როდესაც ლიდერები უარს ამბობენ იარაღის ხარჯების გაზრდაზე ენერგომატარებლების ფასების ზრდის ან შიდა პრობლემების გამო, მათ უბრალოდ არ სურთ აღიარონ ყველა ის რისკი, რომელიც დღეს არსებობს.

ზელენსკის თქმით, პუტინს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეშინია, რადგან მას ეკონომიკისა და სამხედრო ძალების მეშვეობით გავლენის რეალური ბერკეტები აქვს, ეკონომიკისა და იარაღის მეშვეობით.

პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია. ეს არის რეალობა. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ მას გავლენის ბერკეტები აქვს ეკონომიკის, სანქციებისა და სამხედრო ძალების მეშვეობით. მას შეუძლია გადმოგვცეს იარაღი, თუ არ სურს ამერიკის სამხედრო ძალების პირდაპირ ჩართვა. მას შეუძლია პუტინზე ამ ზეწოლის შენარჩუნება ჩვენი სამხედრო ძალების მეშვეობით; ეს ყველაფერი შესაძლებელია," - აღნიშნა ზელენსკიმ.