აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება

05.02.26 11:51
აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა, - ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალი შეხვედრა სამმხრივ ფორმატში იმართება“, - აღნიშნა სააგენტოს წყარომ.

რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართა. 4 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.