ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებს აფასებს

07.02.26 10:20
ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებს აფასებს

„ჩვენ ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანთან დაკავშირებით" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ტრამპის თქმით, მისი გუნდი ირანის წარმომადგენლებთან შემდეგი კვირის დასაწყისში ისევ გამართავს შეხვედრას.

როგორც ჩანს, ირანს ძალიან ძლიერ სურს შეთანხმების გაფორმება. უნდა ვნახოთ, როგორი იქნება ეს შეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, ირანს ეს სურს და ასეც უნდა იყოს... არანაირი ბირთვული იარაღი. ამ შეთანხმების დადება ორი წლის წინ რომ შეგვძლებოდა, დავდებდით, მაგრამ მაშინ მათ არ სურდათ ეს. ახლა მზად არიან. ისინი მზად არიან, რომ გაცილებით მეტი გააკეთონ, ვიდრე ერთი წლის წინ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

6 თებერვალს ომანის დედაქალაქ მასკატში ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. მანის საგარეო საქმეთა მინისტრი დედაქალაქ მასკატში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს ცალ-ცალკე შეხვდა. აშშ-ის დელეგაციაში შედიოდენ: ტრამპის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერითა და ადმირალი ბრედ კუპერით, ხოლო ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობდა.