მაია სანდუმ ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირების წინადადებაზე უარი თქვა
მაია სანდუმ ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირების წინადადებაზე უარი თქვა - მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პატივი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს და იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც მშვიდობისთვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ.
"ვუყურებდი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ. სწორედ ისინი იმსახურებენ მშვიდობის პრემიას," - აღნიშნა სანდუმ მოლდოვურ ტელეარხ TV8-სთან საუბრისას.
- ცნობისთვის, ნობელის მშვიდობის პრემიაზე სანდუს ნომინირების წინადადება ნორვეგიის პარლამენტის წევრს, არილდ ჰერმსტადმს ეკუთვნის, რომელმაც მოლდოვის პრეზიდენტი ევროპაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კანონის უზენაესობის დაცვაში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიხსენია.