შტატები რუსეთსა და უკრაინას ომის ზაფხულის დასაწყისამდე დასრულებას სთავაზობს

07.02.26 14:11
შტატები რუსეთსა და უკრაინას ომის ზაფხულის დასაწყისამდე დასრულებას სთავაზობს

შტატები რუსეთსა და უკრაინას ომის ზაფხულის დასაწყისამდე დასრულებას სთავაზობს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან აბუ დაბიში 4-5 თებერვალს უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. 

სამმხრივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ,  შეერთებულ შტატებში, ერთ კვირაში გაგრძელდება. 

"ამერიკამ პირველად შესთავაზა უკრაინულ და რუსულ მხარეებს მოლაპარაკებების შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მაიამიში გამართვა, ერთ კვირაში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრებზე სამხედროებმა განიხილეს უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ტექნიკური ასპექტები, ომის დასრულების პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში.

„რთული საკითხები კვლავ რთული რჩება. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიციები დონბასთან დაკავშირებით... რუსეთს სურს, რომ დონეცკის ოლქი დავტოვოთ - ჩვენ ვთქვით, რომ ყველაზე სანდო პოზიციაა „ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ“ - ამბობს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები