აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან - აბას არაღჩი

07.02.26 16:09
აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან - აბას არაღჩი

არსებობს თუ არა აშშ-სთან ომის შესაძლებლობა - ეს კითხვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ Al Jazeera-ს ჟურნალისტმა დაუსვა, რაზე საპასუხოდაც, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ "შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის"..

„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

მსგავსი სიახლეები