პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა

09.02.26 10:12
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე-ცენტრისტი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა.

სეგურომ ხმების 66.7% მოიპოვა და ანდრე ვენტურა დაამარცხა, რომელმაც ხმების 33.3% მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

ხოსე სეგურო კონსერვატორ პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას შეცვლის.