სომხეთმა და აშშ-მა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ქვეყნებს შორის მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელის მოწერას წინ უძღოდა ფაშინიანსა და ვენსს შორის შეხვედრა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეთანხმება გახსნის ახალ თავს სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
ფაშინიანმა მადლიერება გამოხატა შეერთებული შტატების მიერ სომხეთისთვის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში გაწეული დიდი ხნის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განავითაროს სექტორული თანამშრომლობა ორმხრივი მნიშვნელობის სფეროებში.