უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა... მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა
მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ამ კვირაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები იგეგმება.
ზელენსკი ამბობს, რომ ყველას შეუძლია დაინახოს, "რას აკეთებენ რუსი მკვლელები" - „ამისგან დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელშესახები უნდა იყოს და საფუძველი ჩაუყაროს ხანგრძლივ მშვიდობას“.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა, უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. რაც მთავარია, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიზიარონ ჩვენი შეხედულებები : მშვიდობა აუცილებელია და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობისა და იმისთვის, რომ რუსებმა არ დაუშვან შეთანხმებების დარღვევა თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.