უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა - ლავროვი
არ შეიძლება მოვლენების მიმართ აღტაცება, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ადგილზე დააყენა“ ევროპელები, ვლადიმირ ზელენსკი და მათგან რაღაცების შესრულებას ითხოვს, - ამის შესაებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასტან ინტერვიუში განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არ შეიძლება მოვლენების მიმართ აღტაცება, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ადგილზე დააყენა“ ევროპელები, ვლადიმირ ზელენსკი და მათგან რაღაცების შესრულებას ითხოვს… ეს ყველაფერი კარგია, თუ გვინდა უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ, მაგრამ ჯერ იქ არ ვართ. მოლაპარაკებები გრძელდება, მეორე რაუნდი აბუ-დაბიში გაიმართა - წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, - თქვა ლავროვმა.
მინისტრის მტკიცებით, რუსეთის წამყვანი პოზიციები ბირთვული ენერგეტიკის მსოფლიო ბაზარზე ამერიკელებისთვის გამოწვევას წარმოადგენს და ისინი ამ ვითარების შეცვლას ცდილობენ.
„იმ ქვეყნებში, სადაც უკვე გვაქვს პროექტები და მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან და რიგ ევროპულ ქვეყნებში, ამერიკელები მუშაობენ იმისთვის, რომ მათი ენერგეტიკა საკუთარ სტანდარტებზე გადააყვანონ. ამას ისინი არც მალავენ. აღარაფერს ვამბობ სანქციებსა და ტარიფებზე, რომლებიც ცაში ადის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან ამერიკელებს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის საკითხში. ჩვენი მიდგომა განსაზღვრულია [რუსეთის] პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვიღებთ სავაჭრო, ეკონომიკური და სავალუტო ომების მეთოდებს, რადგან დოლარის ბოროტად გამოყენება უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს. მთავარი კი ის არის, რომ ამერიკელები ამას საერთოდ არ ერიდებიან,“ — ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.