„შტატებს და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ“ - ჯეი დი ვენსი

11.02.26 10:54
„შტატებს და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ“ - ჯეი დი ვენსი

„შტატებს და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ“ - ეს განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ორ ქვეყანას შორის არსებულ “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიაზეც” და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული  სამშვიდობო შეთანხმების მნიშველობაზეც ისაუბრა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) უკვე მოქმედებს და დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის აზერბაიჯანისთვის ბუნებრივი რესურსების ექსპორტს გაამარტივებს.

ვენსის თქმით, ეს იმპულს შექმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობისთვის.

“ერთ-ერთი უდიდესი რამ, რასაც კონფლიქტებისა და ომების აღკვეთა შეუძლია, ორი ერის ერთად მუშაობაა უფრო დიდი კეთილდღეობის მისაღწევად. მშვიდობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის წყალობით დამყარდა. ერთობლივი ძალისხმევების შედეგად მშვიდობა შეიქმნა იქ, სადაც აქამდე ომი იყო. მომავალში, კეთილდღეობას შევქმნით იქ, სადაც აქამდე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო”, - განაცხადა ვენსმა.

ვენსმა ბაქო უკვე დატოვა-რეგიონში მისი ვიზტი საქართველოში  ჩამოსვლის გარეშე დასრულდა.