ევროპარლამენტმა უკრაინის დახმარების 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტი დაამტკიცა
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების სესხის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
90 მილიარდიდან 60 უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, ხოლო 30 მილიარდი ევრო მაკროფინანსურ დახმარებასა და ბიუჯეტის მხარდაჭერას.
უკრაინამ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულება უნდა აიღოს. სესხი დაფინანსდება ევროკავშირის საერთო სესხის აღებით და უკრაინა მას დააბრუნებს მას შემდეგ, რაც რუსეთისგან ომის რეპარაციებს მიიღებს," - წერია განცხადებაში.
უკრაინის დახმარების სესხის შესახებ წინადადებას მხარი 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 140 იყო, ხოლო 44-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
საბჭომ ასევე ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს პაკეტი, რათა კომისიამ შეძლოს პირველი გადახდის გაცემა 2026 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში.