რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაბომბა - არიან დაშავებულები

12.02.26 10:28
რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაბომბა - არიან დაშავებულები

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაბომბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა მინიმუმ 2 ადამიანი. 

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„მტერი დედაქალაქის ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს. გადადით თავშესაფრებში!“ - დაწერა კლიჩკომ სოციალურ ქსელში.

კიევის მერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რაკეტა დარნიცკის რაიონში კერძო სახლს მოხვდა, ჰოლოსიევსკის და დესნიანსკის რაიონებში კი არასაცხოვრებელ შენობებს.

მსგავსი სიახლეები