რუსებმა ოდესას, დნიპროსა და პავლოგრადს დაარტყეს - დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია

12.02.26 11:00
რუსებმა ოდესას, დნიპროსა და პავლოგრადს დაარტყეს - დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია

რუსებმა ოდესას, დნიპროსა და პავლოგრადს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„მტერმა ოდესას კვლავ შეუტია. ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ლისაკმა.

ამასთან, რუსებმა დნიპროსა და პავლოგრადს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

მსგავსი სიახლეები