რუბიო: ვაშინგტონი უნგრეთთან და სლოვაკეთთან ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

13.02.26 10:27
რუბიო: ვაშინგტონი უნგრეთთან და სლოვაკეთთან ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უნგრეთთან და სლოვაკეთთან რუსული ენერგომატარებლებისგან უარის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოუწოდებენ თუ არა აშშ უნგრეთსა და სლოვაკეთს შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების შეძენა, რუბიომ უპასუხა, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები გაიმართება.

დიახ, ჩვენ ჩავატარებთ შესაბამის მოლაპარაკებებს. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, - თქვა მაღალჩინოსანმა.

 მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი როგორც უნგრეთში, ისე სლოვაკეთში.

რა უძღოდა წინ:
მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 13–15 თებერვალს გაიმართება.