მიუნხენში უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია იხსნება
13 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ასზე მეტი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები.
აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის ომი, ირანი, სირია და ევროპული უსაფრთხოება.
კონფერენციაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გერმანია დაახლოებით 5000 პოლიციელს განათავსებს. კონფერენციის დღეებში მიუნხენში დაგეგმილია დემონსტრაციები, ხოლო საჰაერო სივრცე დროებით დაიხურება, მათ შორის დრონებისთვის.