უკრაინამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 91 ტანკერს სანქციები დაუწესა
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 91 ტანკერს უკრაინამ სანქციები დაუწესა - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანებებას ხელი უკვე მოაწერა.
უკრაინის სახელმწიფომ გემებს სანქციები რუსეთის პორტებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ტრანსპორტირებისთვის დაუწესა.
აღნიშნულ გემებს უკრაინის წყლებში შესვლა და სავაჭრო ოპერაციები აეკრძალებათ.
- კიევის თანახმად, რუსეთმა ევროკავშირის, „დიდი შვიდეულისა“ და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლით ეს გემები გამოიყენა ნოვოროსიისკის, უსტ-ლუგისა და პრიმორსკის პორტებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, რასაც ადასტურებს შავ, წითელ და ბალტიის ზღვებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.