მედია: ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება

14.02.26 09:53
მედია: ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები