რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება
რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 თებერვალს დაიწყება. პუტინის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, მხარეები შუამავლებთან ერთად ჟენევაში შეხვდებიან ერთმანეთს და დისკუსია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პესკოვის განცხადებით ირკვევა, რომ რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, თუმცა წინა შეხვედრას რომელიც აბუ დაბიში ჩატარდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.
„უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ასევე სამმხრივ რუსეთ-ამერიკის-უკრაინის ფორმატში 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება“, - განაცხადა პესკოვმა.