პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან... ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა - ზელენსკი
"კომპრომისების დროა, ეს არის რუსეთის გიჟური ომი და საჭიროა პუტინზე ზეწოლა გაძლიერდეს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს რომ მხოლოდდ რეალური ზეწოლის შემთხვევაშია შესაძლებელი რომ პუტინმა დამატებით ხელოვნური მიზეზები არ მოიფიქროს იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყდეს.
კიევი ამბობს რომ თავად წავიდნენ უამრავ დათმობაზე, ამიტომ ახლა საპასუხო ნაბიჯებს მტრისგანაც ელოდებიან.
ეს არის რუსების გიჟური ომი ხალხის წინააღმდეგ. მისი შეჩერება იოლი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ის, რადგან ეს რუსეთს არ სურს.
არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან. ისინი ამბობენ: შეხედეთ, კომპრომისზე წასვლის დროა, შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯები. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს უდიდესი კომპრომისია. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა...ჩვენ გვჭირდება მასზე ზეწოლა. პუტინი შეაჩერებს ამ ომს, თუ მასზე რეალური ზეწოლა მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა, რაზეც დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს, შესანიშნავი იდეაა, თუმცა, ამის განსახორციელებლად მას აშშ-ის პრეზიდენტის დახმარება სჭირდება.
„თუ პრეზიდენტი მომცემს ორი, სამი თვით ცეცხლის შეწყვეტას, პუტინზე ზეწოლის გზით, არჩევნებს ჩავატარებთ“, - განუცხადა ზელენსკიმ POLITICO-ს.