მაკრონი: მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება
„მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდნეტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაში ევროპის როლი მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ევროპამ უნდა აღადგინოს დიპლომატიური არხები რუსეთთან, რათა არ დაეყრდნოს სხვებს - ძირითადად აშშ-ს - მოლაპარაკებების წარმართვაში.
მაკრონის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპამ თავისი დაპირებები შეასრულა, რადგან გააძლიერა ომით განადგურებული ქვეყნის მხარდაჭერა და შეკრიბა კოალიცია, რომელიც მზადაა მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად.
„თუ ბოლო ოთხ წელს ავიღებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დასუსტებული ქვეყანაა. როდესაც მესმის კაპიტულანტური გამოსვლა უკრაინის შესახებ, როგორ მოუწოდებს ზოგიერთი ლიდერი უკრაინას, აღიაროს, რომ დამარცხებულია, ამ ომში რუსეთის გადაჭარბებულად შეფასება, ეს უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომაა”, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, მიღწეულმა შეთანხმებამ უნდა დაიცვას უკრაინა მომავალი აგრესიისგან და შეინარჩუნოს ევროპის უსაფრთხოება.