„ჩინეთს შეუძლია პუტინს დაურეკოს და ეს ომი ხვალვე დაასრულოს" - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია.
მისივე თქმით, ჩინეთს ასევე შეუძლია რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტოს.
„ჩინეთს შეუძლია ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და ეს ომი ხვალვე დაასრულოს. ასევე, შეუძლია ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გაყიდვა შეწყვიტოს...
როგორც იცით, ამ ომს შესაძლებელს ჩინეთის მხარდაჭერა ხდის“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.