აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის "შათდაუნი" დაიწყო

14.02.26 12:47
აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის "შათდაუნი" დაიწყო

აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაიწყო - როგროც nbcnews წერს, თეთრი სახლი და დემოკრატიული პარტიის ლიდერები აგრძელებენ მოლაპარაკებებს საიმიგრაციო წესების შეცვლაზე, იმ ფონზე, რომ აღსრულებას გასულ თვეში ფედერალური აგენტების მიერ აშშ-ის ორი მოქალაქის მკვლელობას მოჰყვა.

მხარეები წინადადებებს ცვლიან, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, დემოკრატების რომელ მოთხოვნებს დათანხმდება თეთრი სახლი.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაბრუნება 23 თებერვლამდე არ იგეგმება, რაც DHS-ის მუშაობის სულ მცირე 10 დღით შეჩერების პერსპექტივას ქმნის. თუმცა, თუ კენჭისყრისთვის კანონპროექტი მზად იქნება, კანონმდებლები შესაძლოა უფრო ადრეც დაბრუნდნენ.

ხუთშაბათს სენატის რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს DHS-ის დაფინანსების კანონპროექტის წინ წაწევა (ხმები: 52-47), რადგან ფილიბასტერის დასაძლევად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვეს. მათ მხოლოდ ერთმა დემოკრატმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ საჯაროვდება, დემოკრატებმა გასულ კვირას 10 მოთხოვნა წამოაყენეს, რაც მოიცავს ICE-ის აგენტებისთვის საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების ვალდებულებას, კერძო საკუთრებაში შესასვლელად სასამართლო ორდერის საჭიროებას და ნიღბების ტარების აკრძალვას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტის დაფინანსების ვადის ამოწურვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მოლაპარაკებები მიმდინაროებდა“.

 

მსგავსი სიახლეები